ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:

Facebook

ინფრაწითელი გამათბობელი ფირი«HeatLife»

ინფრაწითელი გამათბობელი ფირი«HeatLife»

 ინფრაწითელი გამათბობელი ფირიHeatLifeდღეისათვის შენობის გათბობის სფეროში უახლესი გამოგონებაა. ინფრაწითელი გამათბობელი სისტემა იყენებს  მზის პრინციპს და ეფუძნება შორი ინფრაწითელი სხივების გრძელტალღოვან დიაპაზონში სპექტრის გამოსხივებას, რომლებიც ზედაპირზე შეხებისას ათბობს მას.        

                                                                       

    ინფრაწითელი გამათბობელი ფირი HeatLife” შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ძირითად ასევე დამატებით გათბობის საშუალებად. (თბილი იატაკი) ნებისმიერი ტიპის შენობისთვის - საცხოვრებელი, საოფისე, სავაჭრო და სამრეწველო ობიექტებისათვის; ასევე შეიძლება გამოვიყენოთ კიბეების, სპორტდარბაზების, ღია შესასვლელების, ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკების და ავტოსადგომებისათვის გაყინვის საწინააღმდეგოდ. გარდა ამისა, ინფრაწითელი ფირი HeatLife” გამოიყენება სოფლის მეურნეობაში ნიადაგის გასათბობად. ინფრაწითელ საშრობ კამერებში ხის  ან კვების პროდუქტების საშრობად. ასევე ინფრაწითელ საუნებსა და შესაღებ კამერებში.


     ინფრაწითელი გამათბობელი ფირიHeatLife მზადდება სამხრეთ კორეაში. კორეელებს თავიანთი ნაციონალური ტრადიციებიდან გამომდინარე,  არ შეუძლიათ გვერდი აუარონ თბილ იატაკს და პრაქტიკულად წყვეტენ გათბობის საკითხს  თავიანთ სახლებში თბილი იატაკის გამოყენებით, ამისათვის ინფრაწითელ გამათბობელ ფირს HeatLifeგააჩნია 10 საიმედოდ დამცავი ფენა როგორც ნესტის ასევე მექანიკური დაზიანებისაგან დასაცავად. გარდა ამისა ინფრაწითელი გამათბობელი ფირი HeatLife-ით შეიძლება გათბეს არა მარტო იატაკი არამედ ნებისმიერი ჰორიზონტალური, ვერტიკალური  და არაერთგვაროვანი ბრტყელი ზედაპირები: სახურავი, ჭერი, სხვენი ან ინტერიერის სხვა საგნები.


1.      ჩვენი პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მარტივი მონტაჟი;

2.      ინფრაწითელი ფირი შეიძლება დაყენებული იქნას ნებისმიერ ზედაპირზე - იატაკზე,კედლებზე და ჭერზე;

3.      არ ჭირდება ზედაპირის რთული დამუშავება;

4.      არ ჭირდება დამატებითი კომუნიკაციების გაყვანა;

5.      შენობის გათბობა შეიძლება ფენების დაგებისთანავე;

6.      არ არის მილები - არ არის მასთან დაკავშირებული პრობლემებიც (გაყინვა, გაჟონვა და ა.შ);

7.      ეტაპობრივი მონტაჟის შესაძლებლობა და გამოყენება - აუცილებელი არ არის შენობის მთლიანად და ერთდროულად       

         ფირებით დაფარვა;

8.      შენობაში დამატებითი სასარგებლო ფართის გამოთავისუფლება - არ არის მილები და სხვა გამათბობლები;


ეკონომიური და მარტივი ექსპლუატაცია.

1.      ელექტროენერგიის დაბალი მოხმარება საშუალოდ (8დან 40ვტ).

2.      შენობის სწრაფი გათბობა - თბილია იატაკი 15 წუთის შემდეგ.

3.      არ ვზრუნავთ სათბობის მომარაგებაზე.

4.      აღჭურვილია თერმორეგულატორებით რაც საშუალებას იძლევა ერთიანი მართვის პულტით მოხერხებულად ვმართოთ

         გათბობის სისტემა ენერგიის ეკონომიურობის ოპტიმიზაციის ხარჯზე.


ჯანმრთელობა და ეკონომიურობა.

1.      არ წვავს ჟანგბადს.

2.      ინარჩუნებს ჰაერის ბუნებრივ ტენიანობას.

3.      არ გამოყოფს ელექტრომაგნიტურ ტალღებს.

4.      არ არის წვის პროდუქტი.


უსაფრთხოება და საიმედოობა.

1.      ოცდაათი წელი და მეტხნიანი მომსახურეობა.

2.      გააჩნია ყველა აუცილებელი სერთიფიკატი.

3.      10 შრიანი ფენა გარანტირებულად იცავს ფირს როგორც შემთხვევითი მექანიკური დაზიანებებისაგან,ასევე

          დანესტიანებისაგან, ფუნქციონირებას აგრძელებს ცალკეული დაზიანებების-გაჭრის,ნაკაწრის ან ნაჩხვლეტის შემდეგაც.