ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:

Facebook

ადამიანზე ზემოქმედება


თანამედროვე ბიოტექნოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა,რომ სახელდობრ გრძელტალღოვან ინფრაწითელ გამოსხივებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე ყველა ცოცხალი ფორმების განვითარებაში.სწორედ ამ მიზეზით მათ ბიოგენეტიკურ ან სიცოცხლის სხივებს უწოდებენ.





ჩვენი სხეული თვითონ ასხივებს გრძელ ინფრაწითელ ტალღებს,მაგრამ მაინც გვჭირდება მუდმივი კვება გრძელტალღოვანი თბური ენერგიით.თუ ეს გამოსხივება შემცირდება ან ადამიანის სხეული მუდმივ კვებას ვერ მიიღებს,ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებების მსხვერპლი ხდება და სწრაფად ბერდება საერთო მდგომარეობის გაუარესების ფონზე.


ინფრაწითელი გამოსხივება ამცირებს შემდეგ რისკებს:

1.      გულ-სისხლძარღვთა მოქმედების დარღვევა

2.      თირკმლების დაავადებები

3.      სისხლის მიმოქცევის დარღვევა

4.      კუნთებისა და სახსრების დაავადებები

5.      გაციებითი დაავადებები

6.      ზედმეტი წონის პრობლემები

7.      ცელულიტის წარმოქმნა

8.      ნერვული სისტემის მოშლილობა

9.      იმუნური სისტემის დაავადებები

10.    საჭმლის მონელების დარღვევა


გარდა ამისა ამერიკის რიგი სამეცნიერო ლაბორატორიები(ექ.მასაონაკამურაО&P Medical Clinikმაიკლ ოლანდი-ინფრაწითელი სხივების თერაპიული ზემოქმედების კვლევა და სხვ)ამტკიცებენ,რომ გამოკვლევების შედეგად გრძელტალღოვანი ინფრაწითელი გამოსხივება ეფექტურია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად როგორებიცაა:


1.      კიბოს უჯრედების ზრდის შემცირება

2.      ვირუსული ჰეპატიტის ზოგი სახეობის განადგურება

3.      ელექტრომაგნიტური ველის მავნე ზემოქმედების განეიტრალება

4.      დისტროფიის განკურნება

5.      დიაბეტით დაავადებულებში ინსულინის მომატებული გამოყოფა

6.      რადიაქტიული დასხივების შედეგის განეიტრალება

7.      ჰეპატიტის გამომწვევი ზოგიერთი სახეობის ვირუსების განადგურება ღვიძლის ციროზთან    მიმართებაში

8.      განკურნება ან შემსუბუქება ფსორიაზით დაავადების დროს

 

9.      ინფრაწითელი გამოსხივება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და აღმოფხვრის დაავადებების მიზეზებს და არა მარტო მათ სიმპტომებს.გამჭოლი გრძელტალღოვანი ინფრაწითელი სხივების გამოყენების შესახებ კვლევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება.


 

ანიონური გამოსხივება(ჰაერის იონიზირება)


ანიონი(ბერძნ- ana-ზემოთ და ion-მოძრავი) არის უარყოფითად დამუხტული იონი,რომელიც ელექტრულ ველში დადებითი ელექტროდისკენ-ანოდისკენ მოძრაობს.


ანიონები ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებენ(ჰაერის იონიზირება)ხდება რა ჰაერის იონიზაცია ისინი ერთდებიან ჟანბადთან და ქმნიან იონიზირებულ ჟანგბადს,რომელსაც შეუძლია ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა გააუმჯობესოს და აღკვეთოს მრავალი დაავადება.ანიონები ასუფთავებენ,სტერილიზაციას უკეთებენ ჰაერს და ანიჭებენ მას ანტისეპტიკურ თვისებებს.ანიონების გენერირების ფუნქცია ავტომატურად ირთვება ინფრაწითელი გამათბობელის ჩართვასთან ერთად.ინფრაწითელი და ანიონური გამოსხივების ერთობლიობით ოთახში ისპობა მტვერი,ბაქტერიები და სოკოვანი მიკრობები,სუფთავდება ჰაერი.


ჰაერის იონიზირება(ჰაერში ელექტრული მუხტის ჟანგბადთან შეერთება-აეროიონები)ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია,რომელიც ბუნებაში სხვადასხვა ბუნებრივი პროცესების მოქმედებით მიმდინარეობს.


იონიზირებული ჰაერის სამკურნალო ეფექტი


ჰაერის იონიზაცია აუცილებელია შენობაში უარყოფითად დამუხტული იონების ოპტიმალური კონცენტრაციისათვის,რაც აუცილებელია  ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის.


ჰაერი იონების გარეშე-„მკვდარია“-და აუარესებს ჯანმრთელობას.ხალხის თავშეყრის ადგილებში ჰაერი არ გვყოფნის და სუნთქვა ძნელდება,რადგან ადამიანი სუნთქვის დროს გამოყოფს დადებით იონებს.ელექტროგამათბობლები,ტელევიზორისა და დისპლეის ეკრანი,ასევე გამოყოფენ დადებით იონებს.ეს მრავალმხრივი გამოცდილებით მტკიცდება-ა.ჩიჟევსკისა და სხვა მეცნიერთა მიერ.მან დაამტკიცა დადებითი იონების მავნე და ჰაერის უარყოფითი იონების კეთილთვისებიანი ზემოქმედება.


ჰაერის ბუნებრივი იონიზაციის მაგალითები:შედარებისთვის-ღია ჰაერში უარყოფითი იონების კონცენტრაცია შეადგენს 1000-10 000 იონი-სმ³,შენობაში ეცემა 40-100 იონი-სმ³-მდე.


ზღვის მოქცევა.წყლის შხეფებად დაშლისას წვეთები უარყოფითად იმუხტება და აორთქლების დროს უარყოფით მუხტს ჰაერს გადასცემს,ხდება ჰაერის გაჯერება უარყოფითი იონებით.


მთაშიც იოლდება სუნთქვა.აქ იონიზირება მატულობს ულტრაიისფერი გამოსხივების ძლიერი ნაკადის კონცენტრირების ხარჯზე.ჭექა-ქუხილის დროსაც ასევე ჰაერის იონიზირება ხდება ელექტრული განმუხტვის ხარჯზე.


ჰაერის იონიზირება ამცირებს მის ტოქსიკურობას და ასუფთავებს მას მტვრისა და მიკრობებისაგან.ჰაერში შეტივტივებული მტვერი და მავნე ნაწილაკები ილექება ჭერში,კედლებზე,იატაკზე და ჰაერი სუფთავდება.