ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:

Facebook

თბილი იატაკი

 ინფრაწითელი გამათბობელი ფირი HeatLife-ის გამოყენება

HeatLife-ის გამოყენების არეალი თითქმის შეუზღუდავია იმ თვისებების გამო როგორებიცაა:

1.      მონტაჟის სიმარტივე-როგორც წესი მონტაჟი არ ითხოვს რთულ და ძვირადღირებულ სამუშაოს და სჭირდება სულ რამდენიმე საათი.

2.      მცირე ზომები-ფირის სისქე 1მმ-ზე მცირეა.

3.      არ საჭიროებს სხვა დამატებითი საკომუნიკაციო სამუშაოების ჩატარებას-მხოლოდ ელექტროენერგია.

4.      დაცვის მაღალი ხარისხი-ფირს HeatLife 10 დამცავი ფენა აქვს.

5.      სწრაფად გათბობა.

6.      ეკონომიურობა.

7.    ინფრაწითელი სხივების განსაკუთრებული თვისება-სითბოს სწრაფი გადაცემა და ცოცხალ ორგანიზმებზე კეთილი ზემოქმედება.

 ამ და სხვა თვისებების წყალობით ინფრაწითელი გამათბობელი ფირი “HeatLife” შეიძლება გამოვიყენოთ პრაქტიკულად ყველგან,სადაც საჭიროა სწრაფი და ეკონომიური გათბობა.

ამიტომაც ჩვენი კლიენტების უმეტესობა ფირს “HeatLife”იყენებს მისი პირდაპირი დანიშნულებით-შეიქმნან კომფორტი და მყუდრო გარემო თავიანთ სახლებში-აკეთებენ რა თბილ იატაკს თუ დამოუკიდებელ გათბობის სისტემას.მაშინაც კი თუ ბინაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა შეიძლება თბილი იატაკი აუცილებელიც კი იყოს იქ,სადაც კაფელის ფილებია,ბავშვის ოთახში ან იქ სადაც ყინვებია ან მაშინ როცა ცენტრალურ გათბობას გათიშავენ მაგრამ თბილი ამინდები ჯერ კიდევ არ არის.

       დამატებითი კომფორტის გარდა ინფრაწითელი გამათბობელი ფირი “HeatLife”შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სრულფასოვანი,დამოუკიდებელი გათბობის სისტემა.ფირი “HeatLife” პრაქტიკულად შეუცვლელია იმ პირობებში როცა საინჟინრო კომუნიკაციებთან მიერთება შეუძლებელი ან ძალიან ძვირია.სამთო-სათხილამურო და ტურისტული ბაზები,სააგარაკე სახლები-ის ადგილებია,სადაც ჩვენი ფირები განსაკუთრებით პოპულარულია.სწრაფი გათბობა,დაბალი საექსპლუატაციო დანაკარგები,მარტივი მონტაჟი-ეს თვისებები განსაკუთრებულად ფასობს“საველე“პირობებში.

        ინდივიდუალური მომხმარებელებისა და კომპანიებისათვის ეკონომიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი თუ ინფრაწითელ გამათბობელ ფირს “HeatLife”იყენებენ ოფისების,ჯიხურების,სავაჭრო პავილიონების,კაფეების,საწყობების,ავტოსახელოსნოებისა და ავტოფარეხების გასათბობად.თავიდანვე დაბალი დანაკარგები და ეკონომიურობა იზიდავს მომხმარებლებს ითანამშრომლონ ჩვენთან.

      გარდა ძირითადი გამოყენებისა-შენობის გასათბობად და თბილი იატაკისათვის,ფირს “HeatLife”იყენებენ სხვა მიზნითაც:

1.      ინფრაწითელი საუნებისთვის.

2.      ხე-ტყისა და საკვები პროდუქტების საშრობად.

3.      სოფლის მეურნეობაში.

4.      ყინვისგან დასაცავად.