ჩვენ მოვათვინიერეთ მზე

ენები:

დაგვიკავშირდით:

Facebook

კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი

1. მინდა სასინჯად გავაკეთო ერთ ოთახში, რომლის ფართობია 16 კვ.მ. და ფირი 10 კვ. მ.-ზე გაკეთდეს.

თუ შეგიძლიათ მითხრათ რა თანხა დამიჯდება? 

    დიდი მადლობა მომართვისთვის! ზუსტი დაანგარიშებისთვის საჭიროა გეგმის შედგენა.საჭიროა ვიცოდეთ სავარაუდოდ ავეჯის განლაგება. შეიძლება 10 კვ.მ. ფირის დაგება არ დაჭირდეს და ეყოს 8 მეტრი. თუ დაიგო 10კვ.მ.ზემოდან ლამინატის დაგებით დაახლოებით დაგიჯდებათ 850 ლარი.

1.  გამარჯობათ! რა ეღირება (მიახლოებით მაინც) კერამოგრანიტის ქვეშ ინფრაწითელი თბილი იატაკის დაგება 30მ² მოცულობის ფართზე?

 

      გმადლობთ შეკითხისთვის! ჩვენი ინფრაწითელი გათბობის ფირი HeatLife კარგად გამოიყენება როგორც ძირითად ასევე დამხმარე გათბობის საშუალებად. ინფრაწითელი გათბობელი  ფირი «HeatLife 220 ​​/ M2»(დამიწებით) განკუთვნილია ბეტონის ქვეშ დასაგებად. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ქვიშაცემენტით მოლესვის  სისქე შეადგენს 5 სმ. ფირი მუშაობს ძალიან ეფექტურად. ქვიშაცემენტი ითვლება  სითბოს კარგ შემნახველად და იდეალურია როგორც იატაკის საბოლოო საფარი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ფირ HeatLife-ს აქვს მრავალშრიანი სტრუქტურა  რომელთაგან 10 დამცავია. ამის გამო ფირი არ დაცულია მექანიკური დაზიანებებისაგან და დანესტიანებისაგან. შესაბამისად, გემსახურებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ ბეტონი გაიბზარა. რაც არ შეიძლება ითქვას  კაბელის იატაკქვეშა გათბობისა და ე.წ."ზოლიან" ფირებზე. კაბელური თბილი იატაკი - ელექტრო გამათბობელი  კაბელია, რომელიც გამოყოფს ინერტულ სითბოს და ნაკლებად ეკონომიური და ეფექტურია, დაზიანების შემთხვევაში მწყობრიდან გამოდის მთელი სისტემა. "ზოლიანი" ინფრაწითელი ფირის გამოყენება საერთოდ არ არის რეკომენდებული  ბეტონის ქვეშ. ინფრაწითელი გამათბობელი ფირი HeatLife უნდა დამონტაჟდეს არა შენობის მთელი ფართობზე, არამედ მხოლოდ იქ, სადაც  უშუალოდ იმყოფება ადამიანი, ანუ ფირის დაგება  მასიური ავეჯის ქვეშ არ არის მიზანშეწონილი. მასალებისა და მონტაჟის ღირებულების უფრო დეტალური დაანგარიშებისთვის ჩვენს მენეჯერებს სჭირდებათ   დაპროექტება  ფართის გეგმის მიხედვით.

      მონტაჟისთვის საჭირო მასალების ღირებულება:

          1.ინფრაწითელ ფირი HeatLife 220/m2(დამიწებით) 15 კვ.მ., სითბოსამრეკლი ფირი HeatLife 30 კვ.მ.,თერმორეგულატორი UTH-120,ელექტროსადენი 25 მ. და სხვა დაახლოებით 1750  ლარი.

             2.ინფრაწითელ ფირი HeatLife 220/240* 15 კვ.მ., სითბოსამრეკლი ფირი HeatLife 30 კვ.მ.,თერმორეგულატორი UTH-120,ელექტროსადენი 25 მ. და სხვა დაახლოებით 1500  ლარი.

           სამონტაჟო სამუშაოები აქციის ფარგლებში არის უფასო.

           საშუალოდ თვეში ელექტროენერგიის დანახარჯი  ფართზე 30 მ 2  გათბობის ფირი «HeatLife220/240» ის გამოყენებით გექნებათ დაახლოებით 35 ლარი (220კილოვატი).

      *ინფრაწითელ ფირი HeatLife 220/240-ის დაგება შესაძლებელია კერამოგრანიტის ქვეშ, მხოლოდ მშრალ ზონებში, ქვიშა-ცემენტის 3-5 სმ.-იანი მოლესვის ქვეშ 

 

2.  მოგესალმებით,ვმუშაობ ოფისში და მუდმივად მიცივდება ფეხები,შეიძლება თუ არა თქვენი ფირი გამოვიყენო ჩემი სამუშაო მაგიდის ქვემოთ იატაკის გასათბობად?და რა საგნები შეიძლება მას ზემოდან დავალაგო? წინასწარ გიხდით მადლობა პასუხისათვის?

 

     გმადლობთ შეკითხვისთვის! თქვენ შეგიძლიათ დაამზადოთ პატარა ხალიჩა სითბოს ამრეკლი ფირის, გამათბობელი ფირი  «HeatLife220/240» -ის და თემორეგულატორის მეშვეობით ფეხებქვეშ დასაფენად ან, უფრო უკეთესი, მთლიანად თქვენი სამუშაო ადგილის ქვეშ გასაფენად(სავარძელი და ფეხები) და თქვენ ყოველთვის იქნებით თბილ ზონაში. თუ გადაწყვეტთ მარტო ფეხების გათბობას, საკმარისია ფირს ზემოდან დავაფაროთ ხალიჩის ნაჭერი. სამუშაო ადგილის გათბობის შემთხვევაში კი აუცილებელია გამათბობელი ფირის ზემოდან დავაფინოთ მყარი საფარი(ფანერა, ოსბ პანელი ან მათ მაგვარი).

 

 

3. გამარჯობათ! რა მოუვა თერმორეგულატორებს UTH -200ან - 70 დენის ცვლილებისას 190-დან 230 ვოლტამდე,ძირითადი გათბობის რეჟიმში?

 

     გმადლობთ შეკითხვისთვის! თერმორეგულატორები «HeatLife“( UTH-200,UTH-70 ან სხვა) საკმაოდ გამძლეა და მარტივია სახმარად. ისინი გათვლილია ძაბვის მერყეობაზე ელექტრო სადენებში: UTH-200 /100-265 V, UTH-70/ 85-265 V.

 

4. გამარჯობათ !გთხოვთ მიპასუხოთ-თუ ბეტონის მოჭიმულ იატაკზე თქვეს ფირს დავაგებ და ზემოდან ლინოლეუმს გადავაკრავ გათბობის დროს გამოყოფს თუ არა მავნე ნივთიერებებს ლინოლეუმი,ან დადნება თუ არა სითბოსაგან,დაკარგავს თუ არა თავის ფიზიკურ თვისებებს და უვარგისი ხომ არ გახდება?

 

 

 

    გმადლობთ შეკითხვისთვის! თქვენ სრულიად მართალი ბრძანდებით და რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი „უსიამივნებები“, საჭიროა სანამ ლინოლიუმს ან ხალიჩას დავაგებთ, მანამდე გამათბობელ ფირ «HeatLife“-ის ზემოდან დავაგოთ ფანერა ან ოსბ პანელი.